ანა მიქაუტაძე აღნიშნულ ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებს

ანა მიქაუტაძე აღნიშნულ ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებს

"ეს უკვე ცილისწამებაა, დადონ ფაქტები. დოკუმენტები დადეს თუ ჭორებს ავრცელებენ?   კომიტეტი, როცა გვეგონა, რომ აფეთქებისგან დავიხსენით საყდრისი, ყველა პარტიასთან მივედით მხარდაჭერისთვის დ სხვათა შორის მაშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და არც ოცნებაში შემავალმა პარტიებმა დეოკუმენტზე ხელი არ მოგვიწერეს. ასე, რომ ოცნება და "ნაციონალური მოძრაობა" საყდრისთან მიმართებაში ერთ მხარეს დადგა. ჩვენ ვიღაც რომ გვაფინანსებდეს ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით ნამდვილად. რაში გვჭირდება დაფინანსება? ჩვენ თბილისში ვაწყობდით აქციებს. 14 აპრილიდან, როდესაც კარვები გვქონდა გაშლილი ვიღებდით შემოწირულობებს მოქალაქეებისგან და იქ იყო "პატრიოტთა ალიანსიც". პირადად მე ჩამიტანია ჩემი ფულით საკვები. კობა ნაყოფია ჩვენ არასდროს არ გვინახავს. ირაკლი მამალაძეს უთქვამს რაღაც ნაყოფიაზე თითქოს და როდესაც ჩვენ ვკითხეთ ამაზე, მან კატეგორიულად უარყო და გვითხრა არ მითქვამს მსგავსი არაფერიო", - განაცხადა მიქაუტაძემ.