აწ გარდაცვლილი ცნობილი ამერიკელი მომღერლის – მაიკლ ჯექსონის ოფიციალურ საიტზე ახალი სიმღერა სულ მალე განთავსდება. ეს გახლავთ კომპოზიცია სახელწოდებით: “Hold My Hand" ჯექსონმა და რეპერმა ეკონმა 2007 წელს ჩაწერეს. ინფორმაციას "Sky News" ავრცელებს.
სიმღერა მომღერლის გარდაცვალების შემდეგაა მომზადებული. ალბომის პირველი სინგლია. ამასთან, საინფორმაციო სააგენტო – "Sky News"-ის ცნობით, სიმღერის დაუსრულებელი ვერსია ინტერნეტში ორი წლის წინ გამოჩნდა. ეკონის თქმით, პოპ-მუსიკის მეფის გარდაცვალების შემდეგ სიმღერის დასრულება გადაწყვიტა. თავად ალბომი 14 დეკემბერს გამოვა.
როგორც იცით, პოპის მეფედ სახელდებული მაიკლ ჯექსონი, შარშან, კონკრეტულად კი, 2009 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა.