რუსთაველზე საავარიო–სარეაბილიტაციო  სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთაველზე საავარიო–სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დღეს დილიდან რუსთაველის გამზირზე გადაუდებელ საავარიო–სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. ავარიულად დაზიანდა რუსთაველის გამზ. N52–თან გამავალი წყალსადენის 400 მმ–იანი მაგისტრალური ქსელი. სამუშაოების ჩატარება აუცილებლად მოითხოვს მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას.

საავარიო–სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დღეს, 09:30 საათიდან ღამის 12 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

კაკაბაძეების, გაბაშვილის, ზანდუკელის, რუსთაველის, ქიაჩელის, გ. ახვლედიანის, ბროსეს, უშანგი ჩხეიძის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, შავიშვილის, ვ. აბაშიძის, ჯავახიშვილის, ეკალაძის, კობახიძის, მესხიას, ჭანტურიას, გ.აბაშიძის, ვაჩნაძის, სვანიძის, ვაშლოვანისა და მიმინოშვილის ქუჩებს

მარჯანიშვილის, თაბუკაშვილის, პუშკინისა და კოსტავას ქუჩების მცირე ნაწილს

სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიას".

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. ჩამოთვლილ ქუჩებს წყალმომარაგება აღუდგებათ დღეს, ღამის 12 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.