ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით, ცნობილი მსახიობი ბრიუს უილისი ამ დღეებში სურათი „კერკეტი კაკალი 5“-ის გადაღებებში მონაწილეობს.
ფილმის მსოფლიო კინოპრემიერა 2013 წლის 14 მარტსაა დაგეგმილი.
ცოტა ხნის წინ პოლიციელი ჯონ მაკლეინის როლის შემსრულებელმა განაცხადა, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ამ სერიალის მეექვსე ნაწილში მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ კი დიდ კინოს ალბათ დაემშვიდობება.
„მშვენივრად მესმის, რომ ასაკი მომეძალა და ჯონ მაკლეინის შემცვლელებს რეჟისორები ადვილად იპოვიან.
ჯერჯერობით ჩინებულ სპორტულ ფორმაში ვიმყოფები. შემიძლია თვითონ ვირბინო და ვიბრძოლო კიდეც. მიმაჩნია, რომ „კერკეტი კაკალის“ კიდევ ერთ ახალ ფილმში ვითამაშებ, შემდეგ კი გზას ახალგაზრდა მსახიობებს დავუთმობ.
კინოში მოღვაწეობით ძალიან დავიღალე. არ გამოვრიცხავ, უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში დამსახურებულ პენსიაზე რომ გავიდე.“ - განაცხადა ბრიუს უილისმა.