დემი მურმა შეყვარებული იპოვა

დემი მურმა შეყვარებული იპოვა

მსახიობ ეშტონ კატჩერთან გაყრის შემდეგ, 49 წლის დემი მური მარტო დიდი ხნის განმავლობაში არ დარჩენილა.

რამდენიმე თვის წინ მომხიბვლელმა ქალბატონმა ახალი შეყვარებული გაიჩინა. ბრიუს უილისის ყოფილმა მეუღლემ არჩევანი ვინმე ბლეიქ კორლბაიეტზე შეაჩერა.

ეს ყმაწვილი 26 წლის ბრძანდება და პროფესიით ფოტომოდელია. ამერიკელმა პაპარაცებმა წყვილი ერთად არაერთხელ გამოიჭირა.

საინტერესოა, რომ ეშტონ კატჩერმაც კარიერა თავის დროზე მოდელობით დაიწყო. ეს მერე იყო, როდესაც კინოსა და ტელევიზიის ვარსკვლავი გახდა.