ამერიკული მას-მედიის ცნობით, პოპულარული მსახიობი ჯესიკა ლენგი ქმარს, დრამატურგ სემ შეპარდს სცილდება.
წყვილი 1982 წელს დაქორწინდა. დღემდე სიამტკბილობაში ცხოვრობდნენ და ქალ-ვაჟს - ჰანასა და სამუელს ზრდიდნენ.
ქალბატონმა ჯესიკამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოლო ორი წელია მეუღლისგან განცალკევებით ცხოვრობს. რა გახდა მათი განხეთქილების მიზეზი, 63 წლის მსახიობმა არ დააკონკრეტა.
წლების განმავლობაში ლენგი - შეპარდის ურთიერთობა ჰოლივუდში სამაგალითოდ ითვლებოდა. სამწუხაროდ თითქმის 30 წლიანი ურთიერთობის მიუხედავად ოჯახის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.