ქეით მოსი ნარკოტიკებს დაუბრუნდა

ქეით მოსი ნარკოტიკებს დაუბრუნდა

ცნობილი ბრიტანელი მოდელი, 38 წლის ქეით მოსი „თავისებური“ ხასიათით გამოირჩევა და მას-მედიის თვალთახედვის არეში მუდმივად ხვდება.

რამდენიმე წლის წინ ამ ქალბატონმა ყველა გააკვირვა, როდესაც ბუდისტური რელიგიის მიმდევარი გახდა.

რამდენიმე დღის წინ, ბრიტანულმა „ყვითელმა პრესამ“ მოდელს ნარკომანობა დააბრალა.

ლონდონის ერთ-ერთ ხმის ჩამწერ სტუდიაში შემთხვევით მისულმა ჩვენთვის უცნობმა პაპარიციმ, ქეით მოსი კოკაინის ყნოსვაში გართული აღმოაჩინა.

კოკაინის რამდენიმე „ბილიკის“ ერთმანეთის მიყოლებით შესუნთქვის შემდეგ პოპულარულმა ქალბატონმა ჟურნალისტს გული გადაუშალა და საკუთარ თავზე საშინელი ამბები მოუყვა.

მოდელმა აღიარა, რომ უკვე დიდი ხანია მარიხუანას აქტიური მომხმარებელია. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია და ყველა ნარკოტიკული  საშუალებისთვის აქვს გემო გასინჯული.

ამ სკანდალურმა აღიარებამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. ოფიციალური ვერსიით, ქეითი ნარკომანიისგან დიდი ხნის წინ განიკურნა.

მეორე დღეს სუპერმოდელს რამდენიმე ათეული ჟურნალისტი დაადგა. ქეით მოსმა დაუპატიჟებელი სტუმრები უცენზურო სიტყვებით მოიშორა და სახლიდანაც უცერემონიოდ გაყარა.