აშშ-ში „Hey Jude” გამოარჩიეს

აშშ-ში „Hey Jude” გამოარჩიეს

რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკის მუსიკალური რადიოსადგური „WCBS-FM”-ის მსმენელებმა, ყველა დროის საყვარელი კომპოზიციების სია შეადგინეს.

ამ ჩამონათვალში 500 სიმღერა აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ რეიტინგში წინა საუკუნის 50-იანი წლების მხოლოდ ორი კომპოზიცია აღმოჩნდა. Bobby Darin’s-ის „Mack the Knife”-მ 25-ე ადგილი დაიკავა, ელვის პრესლის სიმღერა „Jailhouse Rock”  268 საფეხურზე აღმოჩნდა.

60-იანი წლებიდან რეიტინგში 134 კომპოზიცია შევიდა, 70-იანი წლებიდან - 283, 80-იანი და 90-იანებიდან კი 42.

ამერიკელი მელომანების საერთო გადაწყვეტილებით, ყველა დროის საუკეთესო კომპოზიცია „The Beatles”-ის „Hey Jude” გახლავთ. მეორე პოზიციაზე დაუვიწყარი „Hotel California” განთავსდა, მესამეზე კი ჯგუფი „Four Seasons”-ის „Sherry”.

პოპულარული კომპოზიციების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.

„Hey Jude” – The Beatles

“Hotel California” – Eagles

“Sherry” – Four Seasons

“Brown Eyed Girl” – Van Morrison

“Respect” – Aretha Franklin

“Your Song” – Elton John

“(I Can’t Get No) Satisfaction – Rolling Stones

“Don’t Stop Believin” – Journey

“American Pie” – Don McLean

“Sweet Home Alabama” – Lynyrd Skynyrd