მიმდინარე წელს ცნობილ ბრიტანულ ჯგუფს „The Rolling Stones” დაარსებიდან 50 წელი უსრულდება.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სექტემბერ - ნოემბერში მუსიკოსები ოთხ კონცერტს ჩაატარებენ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის წევრები სპეციალურ ალბომსაც გამოუშვებენ, სადაც მათი ყველა დროის საუკეთესო კომპოზიციები იქნება განთავსებული.
დისკის სახელწოდებაა „GRRR!”. ის ხმის ჩამწერ სტუდიაში „Universal” მომზადდება და დღის სინათლეს 12 ნოიემბერს იხილავს.
„GRRR!” ერთგვარ კომპლექტს წარმოადგენს, რომელიც რამდენიმე სახით გამოიცემა. იქნება სამ დისკიანი კომპლექტი, ასევე სასაჩუქრე ხუთ ალბომიანიც. ჯგუფის თაყვანისმცემლები მას რამდენიმე ფორმატში მიიღებენ.
ცნობილი გახდა, რომ ახალ ალბომში ჯგუფის შემდეგი ცნობილი სიმღერები იქნება წარმოდგენილი: „Come On”, “The Last Time”, “(I Can’t Get No) Satisfaction”, “Get Off Of My Cloud”, “Jumping Jack Flash”, “Honky Tonk Women”, “Brown Sugar”, “Tumbling Dice”, “Miss You”, “Start Me Up” და სხვები.