დღეს ცნობილი გახდა, რომ სერ პოლ მაკარტნის საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი გადაეცემა.
მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი სპეციალურად მოწყობილ ღონისძიებაზე მუსიკოსს პირადად დააჯილდოებს.
მაკარტნი პირველი ხელოვანი არ ბრძანდება, რომელსაც საფრანგეთის ეს უმაღლესი ჯილდო გადაეცემა. თავის დროზე ეს პატივი ლაიზა მინელის, შირლი ბეისის, ქუინსი ჯონს, მაილზ დევისს, მარტინ სკორსეზეს, ჯოან როულინგს, კლინტ ისტვუდს, სტივენ სპილბერგს, ემირ კუსტურიცას, ვლადიმირ სპივაკოვს, იოსეფ ბროდსკის და სხვებს ერგოთ.
70 წლის პოლ მაკარტნისთვის ამჟამინდელი აღიარება პირველი არ გახლავთ. თავის დროზე მუსიკოსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრად აირჩიეს. რამდენიმე წლის წინ ჰოლივუდში სპეციალური ვარსკვლავი გაუხსნეს, 1997 წელს კი დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ბრიტანეთის იმპერიის რაინდად აკურთხა.