მიმდინარე წლის 21-დან 29 სექტემბრამდე, ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანში რიგით მე-60 ტრადიციული კინოფესტივალი გაიმართება.
ცნობილი გახდა, რომ ამ ღონისძიების მიმდინარეობის დღეებში, ცნობილ ამერიკელ მსახიობ ჯონ ტრავოლტას კინოფესტივალის საპატიო ჯილდოს გადასცემენ. ეს აღიარება მან მსოფლიო კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაიმსახურა.
საინტერესოა, რომ ანალოგიურ ჯილდოს ტომი ლი ჯონსი და იუენ მაკგრეგორიც მიიღებენ.
სხვადასხვა დროს სან-სებასტიანის კინოფესტივალის საპატიო პრემიის ლაუერატები გახლდნენ კატრინ დენევი, ალ პაჩინო, ჯონ მალკოვიჩი, ჯერემი აირონსი, რობერტ დე ნირო, ფრენსის ფორდ კოპოლა, იზაბელ იუპერი, ვუდი ალენი და ჯულია რობერტსი.
ჯონ ტრავოლტა სან-სებასტიანს რეჟისორ ოლივერ სტოუნთან და მსახიობ ბენისიო დელ ტოროსთან ერთად ესტუმრება. ისინი ფესტივალზე კინოსურათს „Savages” წარადგენენ.