მსოფლიოში უძველესი რეცეპტი... ლუდის რეცეპტია!

მსოფლიოში უძველესი რეცეპტი... ლუდის რეცეპტია!

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უძველეს სასმელს -  ლუდს მილიარდობით ადამიანი საუკუნეების განმავლობაში დიდი სიამოვნებით  მიირთმევდა და ის დღესაც უზომოდ პოპულარულია.

ლუდის სახეობები  დღეს საკმაოდ,  მრავალფეროვანია და  ფერითა და არომატით გამოირჩევა.  მიუხედავად ამისა,   რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, მისი საფუძველი კვლავ უცვლელია ...

წარმოგიდგენთ რამდენიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენი ცოდნის გასაფართოებლად, აი ისინიც:

1. თუ თქვენ ლუდის მოყვარული ან ენთუზიასტი ბრძანდებით, განმარტების მიხედვით „ცერევიზაფილი“ ხართ, ხოლო თუ  ლუდის ბოთლებს აგროვებთ, მაშინ „ლაბეორფილისტი“ ყოფილხართ.

2.ლუდი სამართლებრივად განსაზღვრულია, როგორც ბავარიის მთავარი სასურსათო პროდუქტი.  

3. ჩაის შემდეგ ლუდი ყველაზე უფრო პოპულარული სასმელია მსოფლიოში.

4. ძველი ბაბილონისდროინდელი ჰამურაბის კანონების თანახმად, ვაჭარი შეიძლება სიკვდილით დასჯილიყო ლუდის განზავებისთვის .........ვაი!

5. ძველ ინგლისში პატარძალი ქორწილში სტუმრებს ელით უმასპინძლდებოდა. სანაცვლოდ სტუმრები ახლად დაქორწინებულებს ფულს ჩუქნიდნენ. ლუდი ცობილი იყო როგოც „პატარძლის ელი“ (Bride Ale, აქედან წარმოიშვა სიტყვა bridal)!

6. ძველ ეგვიპტეში ქვის მჭრელები და მონები, რომლებიც პირამიდების მშენებლობაზე მუშაობდნენ, ანაზღაურებას ლუდის სახით იღებდნენ. ამ ტიპის ლუდს უწოდებდნენ „ქეშს“, საიდანაც წარმოიშვა სიტყვა  cash (ნაღდი ფული)!

7. პირველი ოქტობერფესტი მიუნხენში 1810 წელს შედგა ... და დღემდე წარმატებით იმართება! 

8. აშშ-ს ეროვნული ჰიმნი  The Star Spangled Banner („ვარსკვლავური დროშა“) სინამდვილეში შთაგონებული იყო სიმღერით Anacreon, რომელსაც ბრიტანელები ლუდის სმისას მღეროდნენ. 

9.აშშ-ს პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა ერთხელ აფრიკულ საფარიში მოგზაურობისას თან 500 გალონი ლუდი წაიღო ... საინტერესო მოგზაურობა უნდა ყოფილიყო! 

10. მსოფლიოში უძველესი რეცეპტი... ლუდის რეცეპტია!

11. ლუდის ბოთლები მხოლოდ 1850 წელს გამოიგონეს. მანამდე ლუდის მოყვარულებს საყვარელი სასმელი სახლში სპეციალური ჭურჭლით მიჰქონდათ.

12. ცენოსილიკაფობია არის ცარიელი ჭიქის  შიში.....(ბარებში გავრცელებული ფობია).

13. შუა საუკუნეების ინგლისში ლუდს ხშირად საუზმეზე მიირთმევდნენ.

14. მე-13 საუკუნეში გავრცელებული იყო ბავშვების ლუდში მონათვლა.

15. კენტუკიში ნებისმიერი ადამიანი, ვინც ლუდს სვამს, ფხიზლადაა მიჩნეული, სანამ  არ წაიქცევა.  ნამდვილად კარგი წესია, ვერაფერს იტყვი.

16. 1642 წელს პირველი ლუდსახარში ამერიკაში ნიუ ჯერსიში, კერძოდ ჰობოკენში აშენდა.

17. ძველ ეგვიპტეში მინიმალური ხელფასი ლუდის ორი კონტეინერი იყო.

18. 4000 წლის წინ ბაბილონში დამკვიდრებული იყო  ტრადიცია, რომ ქორწილიდან ერთი თვის განმავლობაში პატარძლის მამა სიძეს იმდენი თაფლის  ლუდით ამარაგებდა, რამდენიც ამ უკანასკნელს შეეძლო დაელია.  რადგან მათი კალენდარი მთვარის ციკლზე იყო დამოკიდებული, ამ პერიოდს  „თაფლობის თვეს“ ანუ honeymoon-ს უწოდებდნენ.

19. პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონს საკუთარი ლუდსახარში ჰქონდა საკუთარ სახლში მაუნტ ვერნონში.

20. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წელს ეგვიპტელები უკვე ხარშავდნენ ექვსი განსხვავებული ტიპის ლუდს.

21. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1600 წელს  ეგვიპტეში ლუდი  100-მდე დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებოდა.

22. Pabst Brewery-იმ 1940 წელს პირველად გამოუშვა ლუდის ექვსპაკეტიანი შეკვრა. კომპანიამ კვლევა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ლუდის თუნუქის ექვს  ქილას იდეალური წონა ჰქონდა საშუალო დიასახლისისთვის მაღაზიიდან სახლში მისატანად! 

23. აშშ-ს საზღვაო კორპუსმა პირველი სარეკრუტო ცენტრი ბარში გახსნა.

24. ვინ ამბობს, რომ შუა საუკუნეებში ბერებმა არ იცოდნენ დრო როგორ გაეტარებინათ! მათ დღეში  ხუთი კვარტა ლუდის დალევა შეეძლოთ!

25. 1300 წლიდან 1700 წლამდე ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებში არსებობდა შიდა ლუდსახარშები სტუდენტებისთვის ლუდის დასამზადებლად. ჰარვარდში 1674 წელს მუშაობდა საკუთარი ლუდსახარში და გამოყოფილი იყო ხუთი დარბაზი ლუდის დასალევად.

26. ჩინეთის იმპერატორის ჩვ.წ. აღ.-მდე 1116 წლის ედიქტში აღნიშნული იყო, რომ ზეცა ადამიანებისგან მოითხოვდა ლუდის დალევას.

27. ეგვიპტეში არსებობს ლუდი სახელწოდებით „ბაუსა“(bousa), რომელიც ფეტვისგან იხარშება და უკვე 3,000 წელია არსებობს. თანამედროვე ეთიოპიას აქვს ამ სასმელის ხორბლისგან დამზადებული ვერსია. მიჩნეულია, რომ  ამ სახელწოდებისგან წარმოიშვა სიტყვა booze (სასმელი).

28. მეფე ფრედერიკ დიდმა ერთი პერიოდი ყავა აკრძალა ლუდის გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით.