ლიტერატურულ კაფეში გაიმართება მწერალ რევაზ ორჯონიკიძის მიერ ქართველი მკითხველისთვის ბულგარულიდან ალეკო კონსტანტინოვის სატირული ნოველების კრებულის „ ბაი განიუს“ თარგმანის პრეზენტაცია.
საღამოს დაესწრებიან მწერლები, პუბლიცისტები და ბულგარეთის საელჩოს წარმომადგენლები.
წიგნი დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ბულგარეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მწერალი ოსტატურად ასახავს ცრუ, უპრინციპო პოლიტიკანისა და გაიძვერა კაცის ამორალურ სახეს, რომელსაც დღვანდელ სინამდვილეში ხშირად ვხვდებით.
პრეზენტაცია გაიმართება 27 ივნისს 18 საათზე ლიტერატურულ კაფეში გამსახურდიას 31