გვეწვიეთ  „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი საწარმოების დასათვალიერებლად

გვეწვიეთ „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი საწარმოების დასათვალიერებლად

„მარგებელი ჰოლდინგი“ ყველა დაინტერესებულ კომპანიასა და უმღლეს სასწავლებელს  ჰოლდინგში შემავალი საწარმოების დასათვალიერებლად გიწვევთ. შესაძლებლობა გეძლევათ „მარნეულის სასურსათო ქარხანაში“ პროდუქციის  წარმოების პროცესს დაესწროთ და „მარნეული აგროში“ მოსავლის აღებაში თავად მიიღოთ მონაწილეობა.

მოინახულებთ გარდაბანში „მარნეული აგროს“ მინდვრებს, სადაც ხდება ბოსტნეულისა და მარცვლელულის მოყვანა და მოსავლის აღება. „მარნეულის სასურსათო ქარხანას“ მარნეულში, სადაც ასევე დააგემოვნებთ სხვადასხვა სახის პროდუქციას; ეწვევით „თელეთის სანაშენე მეურნეობას“ თელეთში, რომელიც ყველაზე დიდ და თანამედროვე ფერმას წარმაოდგენს მთელ საქართველოში.

კომპანიის საქმიანობას და წარმოების პროცესს სოფლის მეურნეობის სფეროში გამოცდილი ტურ-მენეჯერები გაგაცნობენ. დასასრულს, ტურის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, მასზედ რომ აქტიური მონაწილეობა მიიღო „მარგებელი ჰოლდინგის“ სოფლის მეურნეობის ტურში.

„მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი საწარმოები უკვე მოინახულა ათასობით დაინტერესებულმა ადამიანმა, მათ შორის სტუდენტებმა, სკოლის მოსწავლეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ქართულ ბაზარზე მოქმედმა ჰიპერმარკეტების თანამშრომლებმა, ექსპერტებმა და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებმა.

თქვენც ჩაერთეთ სოფლის მეურნეობის ტურში!