20 ივნისს, თბილისის სასწავლო უნივერისტეტმა სტუდენტთა მეორე გაერთიანებულ საუნივერსიტეტო კონფერენციას - „აკადემიური განათლება და ტექნოლოგიები 21 საუკუნეში“ - უმასპინძლა, რომელშიც ოთხი უნივერისტეტის - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 20 სტუდენტი მონაწილეობდა.
სტუდენტებმა ბიზნეს ადმინისტრირებაში, სამართალში, აგრარულ, სოციალურ დ ჰუმანიტარული მეცნიერებებში, ასევე, ინჟინერიაში საინტერესო ნაშრომები წარმოადგინეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აგრარულ მეცნიერებაში მოხსენებით მხოლოდ ერთი - თბილისის სასწავლო უნივერისტეტის პირველი კურსის სტუდენტი გამოვიდა.
როგორც თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სოლომონ პავლიაშვილი აცხადებს, სტუდენტთა გაერთიანებულ კონფერენციას საფუძველი შარშან, „თბილისი მარიოტში“ გამართულ კონფერენციაზე ჩაეყარა, სადაც გადაწყდა, რომ კონფერენცია ყოველ წელს გაიმართება და მას პროექტში მონაწილე სასწავლებლები რიგ-რიგობით უმასპინძლებენ.
„გარდა იმისა, რომ მსგავსი კონფერენციები სტუდენტებს სწავლის ერთგვარ სტიმულს აძლევს, ეს მეცნიერების გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯიცაა. ამასთან, ახალგაზრდები აუდიტორიის წინაშე გამოსვლას და მსჯელობას, კამათს ეჩვევიან. ვფქირობ, კარგი წამოწყებაა და არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროექტს მალე სხვა უნივერისტეტებიც შემოუერთდნენ“ - განაცხადა თბილისის სასწავლო უნივერისტეტის რქტორმა, პროფესორმა სოლომონ პავლიაშვილმა.