პროექტი კომპანია "ჰუალინგ ჯგუფს" ეკუთნის, სავაჭრო პავილიონების საერთო ფართი 250 000კვ.მ-ს შეადგენს.
"თბილისისი ზღვის პლაზას" მშენებლობა 2015 წლის დასაწყისში დასრულდება და ეს კომპლექსი, თავისი ინფრასტრუქტურითა და პოტენციალით კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი და მასშტაბური იქნება.
დღეს გახსნილ მესამე პავილიონში წარმოდგენილია მაღალი ხარისხის თურქული,დუბაის (გაერთიანებული არაბთა ემირატები), ცენტრალური აზიის და ჩინურიპროდუქცია. ფუნქციონირებს კაფე და ჩინური კერძების რესტორანი. პავილიონები მუდმივმოქმედია და გათვლილია როგორც საბითუმო, ასევე საცალო ვაჭრობაზე.
დღესვე, 2014 წლის მესამე საერთაშორისო საქონლის გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა, რომლის ფარგლებში ჩინური და სხვა ქვეყნების საექსპორტო საქონლის გარდა, წარმოდგენილია საქართველოში მოქმედი ცნობილი ადგილობრივი და უცხოური ბრენდები: ქრონოგრაფის საათები და საიუველირო ნაწარმი, სვაროვსკი, ვილეროი&ბოხი, რონიკო, ართთაიმი, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სალამანდრა, სარაჯიშვილი, ბარამბო და ღვინის ბრენდები.
ოფიციალური გახსნის ცერემონიას, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, ჩინეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფისხელმძღვანელი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი კახა კოხრეიძე, ჩინეთის ქ. ურუმჩის სახალხო კრების თავმჯდომარე, ჩინეთის სინძიან-უიღურეთის ავტონომიური რეგიონის კომერციის მინისტრის მოადგილე ჰუძი ენფინგი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში იუე ბინი დასხვა ოფიციალური პირები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ჰუალინგ ჯგუფის" ინვესტიციით, თბილისის ზღვის მიმდებარედ მიმდინარეობს 2015 წლის ევროპულ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სოფლის მშენებლობა, რომლის საინვესტიციო თანხა 150 მლნ დოლარს შეადგენს.