კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერის თინათინ შიშინაშვილის განცხადებით, ხვალ „თბილისის ზღვის პლაზა" იხსნება.
მისი თქმით, პროექტის პირველი ეტაპი, ოლიმპიურ სოფელს და სავაჭრო ცენტრს მოიცავს.
„მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი საქართველოში ინვესტიციების შემოტანას შეუწყობს ხელს. ცენტრი გათვლილია გახდეს ამიერკავკასიაში რეგიონალური მნიშვნელობის. ცენტრის მიმდებარედ მოეწყობა ინფრასტრუქტურა რეექსპორტისათვის, საბაჟო საწყობი, რაც აუცილებლად მოიზიდავს სხვადასხვა ქვეყნებიდან დაინტერესებულ პირებს. ადგილზე წარმოდგენილი იქნება თვითან მწარმოებლის მიერ ჩამოტანილი ნაწარმი, ფასები იქნება ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი", - განაცხადა შიშინაშვილმა.
როგორც კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა აღნიშნა, 12 პავილიონში რომელიც ხვალ გაისხნება, წარმოდგენილი იქნება თურქული, ჩინური, ცენტრალური აზიის და სხვა ქვეყნების ნაწარმი, ეს იქნება საბითუმო და საცალო ვაჭრობის ცენტრი.
„დღეისათვის, ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებულ საინვესტიციო პროექტებს შორის, „ჰუალინგ ჯგუფის" მიერ ჩადებულია ყველაზე მეტი ინვესტიცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. პლაზის გახსნის პარალელურად, საექპორტო საქონლის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი და უცხოური ბრენდები:ქრონოგრაფის საათები და საიუველირო ნაწარმი, სვაროვსკი, ვილეროი & ბოხი, რონიკო, ართთაიმი, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სალამანდრა, სარაჯიშვილი, ბარამბო და ღვინის ბრენდები", - განაცხადა შიშინაშვილმა.
ცნობისთვის, კომპანია საინვესტიციო კორპორაციაა, რომელიც თბილისის ზღვის ტეროტორიაზე, ვაზისუბნისა და ვარკეთილის მიმდიბარედ ახალ დეველოპერულ პროექტს ავითარებს.
პროექტის პირველი ეტაპი ოლიმპიურ სოფელს და სავაჭრო ცენტრს მოიცავს. ოლიმპიური სოფელი თბილისი 2015-ის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს.
კომპანიის ვალდებულებაა დავასრულოთ ოლიმპიური სოფელი, რომელიც შემგდომში დროებით მერიას გადაეცემა. ასევე, უნდა დასრულდეს სავაჭრო ცენტრის „თბილისის ზღვის პლაზა" მშენებლობა, რომელიც ამავე ტერიტორიაზე, ვაზისუბნის მხარეს მდებარეობს.
„სავაჭრო ცენტრის მთლიანი მოცილობა 300 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მაგრამ ამ ეტაპისთვის დასრულებულია პირვლი ნაწილი, ანუ 12 პავილიონი", - განაცხადა შიშინაშვილმა.
„თბილისის ზღვის პლაზა" გახნას ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, საქართველოს ელჩი ჩინეთში და ასევე სხვა ოფიციალური პირები და ბიზნესმენები დაესწრებიან.