foodpanda-მ მის შვილობილ ბრენდთან hellofood-თან ერთად, რომელიც კვების მიტანის სერვისებში მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია, რუსული კვების ადგილზე მიტანის სერვისი, Delivery Club შემოიერთა. .
2500 -ზე მეტ რესტორანთან პარტნიორობით, foodpanda Russia ინტერნეტისა და მობილურების საშუალებით რუსეთში ყველაზე ფართო საკვების არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს.
Delivery Club (www.delivery-club.ru) 2009 წელს დაარსდა და საკუთარ სერვისებით მხოლოდ რუსეთში აოპერირებდა (ამჟამად 18 ქალაქშია ხელმისაწვდომი). ამავდროულად, foodpanda (www.foodpanda.ru), როგორც გლობალური პროდუქტი, 40-ზე მეტ ქვეყანაშია აქტიური.
ანა შრიკინა, Delivery Club-ის გენერალური დირექტორი: „Delivery Club“ რუსეთის საკვების მიწოდების სერვისის ბაზარზე პიონერია, რომელმაც წლების განმვალობაში საკმაოდ ძლიერი პროდუქტი და მომხმარებელთა ბაზა შექმნა. ჩვენ მოხარულნი ვართ გამოვაცხადოთ foodpanda-სთან თანამშრომლობის შეთანხმება, რომელიც დაგვეხმარება გადავიდეთ პროდუქტის განვითარების ახალ ფაზაზეპროდუქტისა და მისი მარკეტინგში, რომ ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული სერვისი შევქმნათ მომხმარებლისთვის მსოფლიო ბაზარზეჩვენ მხოლოდ ამ ცვლილებას არ დავჯერდებით და გავაგრძელებთ რუსეთში განვითარებას foodpanda-სთან ერთად, რათა ჩვენს პარტნიორებსა და კლიენტებს საუკეთესო სერვისი შევთავაზოთ.“
რალფ უენცელი, foodpanda/hellofood-ის თანადამფუძნებელი და გლობალური აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენ მოხარულნი ვართ გამოვაცხადოთ, რომ Delivery Club-ის შესყიდვის შემდეგ, ჩვენ ვიქნებით ლიდერები საკვების მიწოდების სერვისის ბაზარზე რუსეთში და მოვემსახურებით მომხმარებლებს მთელს დსთ-ს რეგიონში. ეს მკაფიოდ უსვამს ხაზს ჩვენს მიზანს, რომ ვიყოთ ნომერი პირველი მსოფლიოს იმ 40-ზე მეტ ქვეყანაში ,სადაც ვოპერირებთ და შემოგთავაზოთ საკვების შეკვეთის ყველაზე ხელსაყრელი გზა ნებისმიერი ადგილიდან, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ.