საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა, რომელზეცლიდერებმა სადღეგრძელოები წარმოთქვეს. მათ ყურადღება ორი ქვეყნის მეგობრობაზე გაამახვილეს.
ოფიციალურ ვახშამს სომხეთის მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წევრები, საქართველოში მცხოვრები სომხური დიასპორის წარმომადგენლები, ხოლო ქართულიმხრიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, კულტურისა და დიასპორის მინისტრები, ასევე საკანონმდებლო ორგანოსწარმომადგენლები დაესწრნენ