სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა მეორე  საუნივერსიტეტო კონფერენცია გაიმართება

სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა მეორე საუნივერსიტეტო კონფერენცია გაიმართება

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2014 წლის 20 ივნისს 10 სთ–ზე ატარებს სტუდენტთა მეორე გაერთიანებულ საუნივერსიტეტო კონფერენციას თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში. მისამართი  ქ. თბილისი ნინოშვილის N 55 - „აკადემიური განათლება და ტექნოლოგიები 21 საუკუნეში“   

კონფერენციის დროს ოთხივე უნივერსიტეტის 20 სტუდენტი  წარმოადგენს მოხსენებებს შემდეგ მიმართულებებში: ბიზნეს ადმინისტრირებ, სამართალ, აგრარული მეცნიერებანი, სოციალურ  მეცნიერებები, ჰუმანიტარულ მეცნიერებანი, ინჟინერი.

კონფერენციის მოწყობისას პარტნიორი უნივერსიტეტების მხრიდან გათვალისწინებული იქნება ერთობლივი აკადემიური საგანმანათლებლო საქმიანობისა და უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა ჩართულობის  ხელშეწყობა. მონაწილე სტუდენტები  დაჯილდოვდებიან დიპლომებით, წარმოდგენილი ნაშრომები გამოიცემა კრებულის სახით.