ჟოზე მანუელ ბაროზუ მოქმედ და წინა მთავრობებს მადლობას უხდის

ჟოზე მანუელ ბაროზუ მოქმედ და წინა მთავრობებს მადლობას უხდის

ევროკომისიის პრეზიდეტი ჟოზე მანუელ ბაროზუ მოქმედ და წინა მთავრობებს მადლობას უხდის. როგორც ევროკომისიის პრეზიდეტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ სასტუმრო "რედისონში" საქართველო-ევროკავშირის საერთაშორისო ინვესტორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნლეოვანია.

"ხელმოწერით დიდ ვალდებულებას ვიღებთ. საზოგადოების ყველა შრე უნდა იყოს მობილიზებული. თანამშრომლობა და ჩართულობა წარმოშობს ნდობას, დემოკრატიის აყვავებას, მაგრამ ვერც ერთი ხელშეკრულება ვერ შეცვლის საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის კურსს და მისწრაფებას. მან უნდა დაგვანახოს შესაბამისობა საზოგადოების ცხოვრების მოთხოვნებთან, არა მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებით, არამედ სხვა მიმართულებითაც. თავისუფალი ვაჭრობის სფერო, რომელიც ნაწილია ხელშეკრულებისა, სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის ახალი ბაზრების გახნისთვის და დასაქმების ბაზრის გაფართოებისთვის. ასოცირების ხელშეკრულება გაცილებით ფართოა, ვიდრე სავაჭრო ხელშეკრულება. იგი იმ რეფორმებს ახორციელებს, რომელიც საქართველოს ევროპული კავშირის კულტურულ სტანდარტებს დაუახლოვებს და ძირითად ღირებულებებს შემოიტანს ქვეყანაში. ეს არის ურთიერთპატივისცემა საზოგადოების ყველა სექტორში. აღნიშნული ხელშეკრულება არის მომავლის ინვესტიცია და იგი ძალიან დიდი მონაგებს მოგვცემს", - განაცხადა ბაროზუმ.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს წინა და ამჟამინდელ მთავრობას, იმ მუშაობისთვის, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობის დროს გაწიეს.

"ჩვენ წინა მთავრობასთანაც ვმუშაობდით, არსებულ ხელისუფლებასთანაც ვმუშაობთ. მინდა მადლობა გადავუხადო ორივე მთავრობას და მინდა ორივე მთავრობას მივულოცო, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქეებს, ასევე მმართველ წერეებს, რომლებიც აქტიურად მუშაობდნენ საქართველოს ინტერესების დასაცავად", - განაცხადა ბაროზუმ.