„თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი” შეუერთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტინარკოლოგიურ კამპანიას „არა ბიონარკოტიკს”. შეხვედრაზე გაიმართა ანტინარკოტიკული საგანმანათლებლო ტრენინ-პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც წარადგინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსმა სოფო კილაძემ და ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ.
მათ ისაუბრეს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებული ანტინარკოტიკული კამპანიის მიზანსა და მნიშვნელობაზე. ყურადღება გაამახვილეს იმ საფრთხეებზე რასაც ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარება იწვევს.
შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. შსს-ს წარმომადგენლებმა ანტინარკოტიკული კამპანიის შესახებ სტუდენტების აზრი მოისმინეს და უპასუხეს მათ შეკითხვებს.