შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების და მისი ნაწილის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმებასთან დაკავშრებული საკითხების განხილვა იყო.
„სულ ცოტა დრო რჩება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე. მივესალმები იმ პროგრესს, რომელსაც თქვენ მიაღწიეთ ამ მიმართულებით“, - განაცახდა რამუნას ფრეიგოფასმა, - „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმების შემდეგ საქართველოსთვის გაიხსნება ევროპის ბაზარი. ქართველი მწარმოებლებისთვის დიდი გამოწვევა იქნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის წარმოება. მზად ვართ მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოთ მათ ამ მიმართულებით“. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ის საკითხები, რომელთა მოგვარებასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქართული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე დამკვიდრებისთვის, მათ შორის ხაზი გაესვა ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის გამკაცრებისა და ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობას.
ევროკომისიის წარმომადგენელთნ შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ილია კვიტაიშვილი.