„რეპორტიორის“ პრესკლუბში ორგანიზაცია „სამოქალაქო უფლებების დაცვის ასოციაციამ“ კოალიცია „სოციალური სამართლიანობის“ დაკვეთით, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებული სოციალური კვლევის შედეგები წარმოადგინა. პირველი ივნისიდან 6 ივნისის ჩათვლით თბილისის მასშტაბით კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1550 ადამიანმა.
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას, გამოკითხულთა 31, 29 % უჭერს მხარს, ანუ გამოკითხულთა 485 ადამიანი;
„ბურჯანაძე- ერთიანი ოპოზიციის“ კანდიდატს, დიმიტრი ლორთქიფანძეს 27, 87 % , 432 ადამიანი;
„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს ნიკა მელიას გამოკითხულთა 8, 13 % 126 ადამიანი უჭერს მხარს.
„ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატს ასმათ ტყაბლაძეს 1,87 % - 29 ადამიანი უჭერს მხარს.
გამოკითხულთა 7, 94 % -123 ადამიანი მხარს სხვა კანდიდატს უჭერს.
არჩევნებზე წასვლაზე უარს აცხადებს გამოკითხულთა 13, 94% - 216 ადამიანი.
პასუხის გაცემაზე უარი განცხადა 8, 97% - 139 ადამიანმა.
კვლევის შედეგად მერობის კანდიდატთა შორის ორი ლიდერი გამოიკვეთა. დავით ნარმანია და დიმიტრი ლორთქიფანძე.
კითხვაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელ პოლიტიკურ პარტიას აძლევეთ ხმას, გამოკითხულთა ხმები შემდეგნაირად გადანწილდა:
„ქართული ოცნება“ – 34,13 % 529 ადამინი;
„ ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ – 25,87% 401 ადამინი;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 11, 16 % 173 ადამიანი;
„ ლეიბორისტული პარტია“- 2,9 % 45 ადამიანი;
სხვა ყველა დანარჩენი 3,3 % 47 ადამიანი;
არჩევენბზე წასვლაზე უარს აცხადებს გამოკითხულთა 13, 94 % 216 ადამიანი. პასუხზე უარი განაცხადა 8, 97% - 139 ადამიანმა.