მოცურავე , ირაკლი ბოლქვაძე  ოქროს მედალოსანია!

მოცურავე , ირაკლი ბოლქვაძე ოქროს მედალოსანია!

ლიბერთი ბანკის ბრენდის წარმომადგენელმა (Brand Ambassador), ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა მოქმედმა მოცურავემ, ირაკლი ბოლქვაძემ, ავსტრიაში, ქალაქ ვენაში გამართულ პრესტიჟულ ტურნირში "Vienna International Longcourse Championships 2014" გამარჯვება მოიპოვა და ოქროს მედალოსანი გახდა 200 მეტრი კომპლექსური სტილით ცურვაში.  ირაკლისთვის აღნიშნული შეჯიბრება ერთ-ერთი დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპი იყო 2014 წლის აგვისტოში, ბერლინში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბოლქვაძე ლიბერთი ბანკის ბრენდის წარმომადგენელი 2014 წლის დასაწყისიდან გახდა. 19 წლის მოცურავე, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ამჟამად დუბაიში, კლუბ ''Hamilton Aquatic''-ში ვარჯიშობს, ლიბერთი ბანკი კი მას ამ კლუბის წევრობის ხარჯების დაფარვაში ეხმარება.