ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში მსჯელობა არ წყდება. რამდენად მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ხუდონჰესის პროექტის განხორციელება, ამასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას მკვეთრად გამოხატული პოზიცია აქვს. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელებას ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.
ამ საკითხთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას აფიქსირებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი:
"მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ხუდონჰესის პროექტის განხორციელება საგანგებო მნიშვნელობისაა. ამ პროექტზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ენერგოდამოუკიდებლობა და ეს კარგად უნდა გავიაზროთ. მეტი დახვეწილი კომუნიკაციაა საჭირო მოსახლეობასთან. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამ დაგვანახა, რომ საზოგადოების ნაწილს აბსოლუტურად არ აქვს ამის შესახებ ინფორმაცია. ამიტომ, ადგილობრივ მოსახლეობასა და საზოგადოებასთან მეტი განმარტებაა საჭირო, რატომ უნდა განვახორციელოთ ეს პროექტი." _ განაცხადა ვოლსკიმ.