„აწარმოე საქართველოში

„აწარმოე საქართველოში" და „სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანდაფინანსების" პროექტებს დღეს მეწარმეებს წარუდგენენ

დღეს, ივნისს, 18:00 საათზე, თიბისი ბანკი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო მეწარმეებისათვის გამართავენ „გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის" პრეზენტაციას.

პროექტი ინიცირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო. იგი, თავისი უნიკალური პირობებით, მინად ისახავს რეგიონულად დივერსიფიცირებული, ახალი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნას. პროექტის პრეზენტაციას მისი ხელმძღვანელი, რევაზ ასათიანი.

თიბისი ბანკში მოწვეულ მეწარმეებს ასევე წარუდგენენ პროექტს „აწარმოე საქართველოში", რომლის პრეზენტაციასაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთი ბოჭორიშვილი გამართავს.

პრეზენტაცია გაიმართება თიბისი ბანკში (მის: მარჯანიშვილის ქ. 7).

გთხოვთ მობრძანდეთ!