foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, წელს უკვე საქართველოშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება foodpanda Georgia-ს სახელით დაიწყო. მოკლე დროის მუხედავად, მან უკვე შეძლო საზოგადოების დიდი ნაწილის დაინტერესება. მომხმარებელმა სერვისი, რომელიც ქართულ ბაზარზე სიახლეს წარმოადგენს, დადებითად შეაფასა.
გერმანულ ბრენდს ქართულ ბაზარზე ამბიციური გეგმები და მიზნები აქვს. ვებ-გვერდის www.foodpanda.ge-ს ან მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებით უკვე შესაძლებელია 50-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით. აღნიშნული სერვისის მიზანია, დააკმაყოფილოს და ფეხი აუწყოს თანამედროვე ცხოვრების სწრაფ რიტმს. თითქმის ყველა რესტორანს გააჩნია ადგილზე მიტანის სერვისი, foodpanda აერთიანებს ამ რესტორნების მენიუებს ინტერნეტ სივრცეში და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლებს მარტივად და სწრაფად მოახდინოს საკვების არჩევა და შეკვეთა! 50-ზე მეტი რესტორნის განსხვავებული პროდუქტი, იქნება ეს პიცა, სუში, ხინკალი თუ სენდვიჩები, მომხმარებელს შეუზღუდავი არჩევანის საშუალებას აძლევს: საკვების შერჩევა შესაძლებელია ფასის, სამზარეულოს ტიპის, ადგილმდებარეობის, მოწოდების დროის ან სხვა კრიტერიუმის მიხედვით.
შეკვეთის პროცესი მარტივია: შედიხართ საიტზე - www.foodpanda.ge ან ხსნით foodpanda-ს მობილურ აპლიკაციას. შემდეგ უთითებთ თქვენს ქალაქს და უბანს, ირჩევთ რესტორანს, ირჩევთ კერძ(ებ)ს,
ასრულებთ შეკვეთას და ელოდებით მოტანას. რაც მთავარია, foodpanda-ზე ყველა ფასი პარტნიორი რესტორნების ფასების ანალოგიურია და მომხმარებელს არ უწევს არანაირი დამატებითი ფასნამატის გადახდა. თანხის გადახდა ამ ეტაპზე კურიერის ადგილზე მოსვლისას ნაღდი ფულით ხდება, მაგრამ უახლოეს პერიოდში დაემატება ონლაინ ბარათით გადახდის ფუნქციაც.
foodpanda - ეს არის მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივს და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. foodpanda-ს ადგილობრივი გუნდი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა პროფესიონალებით, რომლებმაც წარმატებით დანერგეს და უკვე აფართოებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოცდილ უნიკალურ ბიზნეს მოდელს. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, foodpanda მუდმივად გაანებივრებს თავის მომხმარებლებს საინტერესო სიახლეებით და მომგებიანი შეთავაზებებით. განსაკუთრებით მოახლოებულ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, foodpanda ურჩევს მომხმარებლებს თვალყური ადევნონ კომპანიის ფეისბუქის გვერდს.