დაუმორჩილებლობისა და მუქარის ფაქტზე ბრალდებულს ბრალი წარედგინა

დაუმორჩილებლობისა და მუქარის ფაქტზე ბრალდებულს ბრალი წარედგინა

ბრალდებულ  კ.ფ.-ს საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით -  თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ბრალი წარედგინა.

გამოძიების თანახმად, 2014 წლის 16 იანვარს, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს, მათ შორის, კ.ფ.-ს კონტროლიორები სასამართლოში გაყვანამდე ამოწმებდნენ. კ.ფ.-მ ინსპექტორს გვარის არასწორად ამოკითხვის გამო შენიშვნა მისცა და მას შემდეგ, რაც სიმშვიდისკენ მოუწოდეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებულ კ.ფ.-ს ქმედება დაწესებულების თანამშრომლებმა აღკვეთეს.

აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.