ცოტა ხნის წინ გამოცემამ „MSM Movies” შეადგინა სია, სადაც მოხსენიებულია ის “უღირსი“ სურათები, რომლებმაც სხვადასხვა დროს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო „ოსკარი“ მოიპოვეს.
გამოცემის ჟურნალისტები უკმაყოფილებას ვერ მალავენ, რომ მსოფლიო კინემატოგრაფში ყველაზე პრესტიჟლი ჯილდოს მფლობელები ხდებიან ის სურათები, რომლებიც ამ პატივს არაფრით იმსახურებენ.
ყველაზე დაუმსახურებელ „ოსკაროსანად“ სურათი „შეყვარებული შექსპირი“ დასახელდა.
„საპატიო“ მეორე ადგილი თავის დროზე გახმაურებულმა მიუზიკლმა „ჩიკაგო“ დაიმსახურა.
მესამე პოზიციაზე ფილმი „ტიტანიკი“ გავიდა. ამ სურათის რეჟისორმა ჯეიმს კამერონმა ერთ „პრესტიჟლ“ ნომინაციაში იმარჯვა. მან პირველობა არავის დაუთმო ყველაზე უსუსური სამადლობელო სიტყვების „კონკურსში“.
როდესაც ჯეიმსი გამარჯვებულად გამოაცხადეს, ის სცენაზე აიჭრა და ხმამაღლა დაიყვირა „მე სამყაროს მეფე ვარ!“, თანაც სწორედ „ტიტანიკის“ ჩაძირვისას დაღუპული მგზავრების მოსახსენიებლად გამოცხადებული წუთიერი დუმილის შემდეგ. ქალებს შორის ანალოგიურ „ნომინაციაში“ გამოცემის თანამშრომლებმა მსახიობი ჰოლი ბერი გამოარჩიეს, რომლის სამადლობელო სიტყვა მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა - „მადლობთ“.
ყველაზე „უღირს“ „ოსკაროსან“ ქალ მსახიობებს შორის გვინეტ პელტროუ გამოარჩიეს, მამაკაცებს შორის იგივე „პატივი“ ჯეკ პელანს ერგო.