ნინო ბურჯანაძე : „პარლამენტი თავისი კომპეტენციით, უნარით და თუნდაც მორალური სახით, მოსახლეობის მოთხოვნებს არ შეესაბამება“

ნინო ბურჯანაძე : „პარლამენტი თავისი კომპეტენციით, უნარით და თუნდაც მორალური სახით, მოსახლეობის მოთხოვნებს არ შეესაბამება“

კოალიცია - ,,ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, კოალიცია, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით იბრძოლებს.

ამის შესახებ მან კოალიციის საარჩევნო პროგრამის საჯარო პრეზენტაციაზე განაცხადა:

,,თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ ძალიან ბევრი რამის გაკეთებას შევძლებთ. შემდეგ კი, რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ, რომ მოვიპოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, იმიტომ, რომ დღევანდელი პარლამენტი თავისი კომპეტენციით, უნარით და თუნდაც თავისი მორალური სახით, საქართველოს მოსახლეობის სურვილებსა და მოთხოვნებს არ შეესაბამება. შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნიდან ჩვენ შევძლებთ ვიმსჯელოთ არა იმ კანონებზე, რომლის სახელის დასახელებაც კი ზოგჯერ გვერიდება ხოლმე, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ აბსოლუტურად უაზრო კანონებია, - არამედ ვიმსჯელებთ იმაზე, რაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“- განაცხადა ბურჯანაძემ.