ცოტა ხნის წინ გამოცემამ „The Sun” ცნობილი ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლის სენსაციური აღიარება გამოაქვეყნა.
ამ გაზეთის ჟურნალისტთან ინტერვიუში ქალბატონმა ანჯელინამ განაცხადა, რომ გაცილებით მეტ სიამოვნებას ღებულობს „გულახდილი“ სცენების გადაღებებზე, როდესაც პარტნიორებად ქალები ჰყავს!
აღმოჩნდა, რომ ჯოლი ფილმებში ცალსქესიანი სიყვარულის მომხრეა და ინტიმურ სცენებში მამაკაცებს ქალები ურჩევნია.
„სასიყვარულო ეპიზოდებში ქალიშვილებთან ერთად ვამჯობინებ გადაღებას. სულაც არ მრცხვენია ამის და არც მომავალში ვიტყვი უარს ამგვარის გაკეთებაზე. დიახ, ქალები მირჩევნია, თუნდაც იმიტომ, რომ დუბლებს შორის შესვენებაზე შემიძლია წავიჭორაო მათთან ათასგვარ „ქალურ“ წვრილმანზე.“ - განაცხადა ანჯელინა ჯოლიმ.