სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ადგილობრივი ორგანიზაციების მიწვევით მაკედონიაში მიემგზავრება, სადაც C ჰეპატიტის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, 14-15 მარტს კონფერენცია და საკონსულტაციო შეხვედრები იმართება. შეხვედრაში მაკედონიის ჯანდაცვის სამინისტროს, ინფექციურ დაავადებათა ცენტრების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ.
არჩილ თალაკვაძე სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სახელით, მაკედონიელ კოლეგებს საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამის შემუშავების და განხორციელების გამოცდილებას გაუზიარებს, ასევე კონფერენციაზე მედიკამენტების ფასების შემცირებასთან და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, საქართველოს უახლეს გამოცდილებას წარადგენს.