აკრძალული საგნის შენახვა-ტარების ფაქტზე ორ მსჯავრდებულსა და ერთ ბრალდებულს  ბრალი წარედგინა

აკრძალული საგნის შენახვა-ტარების ფაქტზე ორ მსჯავრდებულსა და ერთ ბრალდებულს ბრალი წარედგინა

2014 წლის 11 მარტს, მსჯავრდებულებს ბ.ც.-სა  და მ.ი.-ს, ასევე ბრალდებულ  ა.დ.-ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შენახვა-ტარების ფაქტზე ბრალი წარედგინათ.

გამოძიების თანახმად, 2014 წლის 12 თებერვალს, ბრალდებულ ა.დ-ს, სასჯელაღსრულების  N8-ე  დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ეტაპირებისას, საბადრაგო სამმართველოს თანამშრომლებმა სრული შემოწმება-დათვალიერების დროს  მჭრელი და ბასრი აკრძალული ნივთი - დაშლილი ერთჯერადი სამართებელი აღმოუჩინეს.

დაშლილი ერთჯერადი სამართებელი ჩამოართვეს სხვადასხვა დროს  N8-ე  დაწესებულების თანამშრომლებმა თვითდაზიანების მიყენების ფაქტების შემდეგ  მსჯავრდებულებს  ბ.ც.-სა და მ.ი.-ს.

აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.