"საქართველოს ბანკმა" ქუთაისში Express სერვისცენტრი გახსნა "საქართველოს ბანკი" რეგიონში Express სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს. დღეს, ბანკმა ახალი Express სერვისცენტრი ქალაქ ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 37 ნომერში, გახსნა.
Express სერვისცენტრში, მოსახლეობა საბანკო სერვისებით ოპერატიულად სარგებლობს.
Express სერვისცენტრებში მოწყობილია ორი ზონა – მომხმარებელს ემსახურებიან, როგორც მოლარე ოპერატორები, ასევე არის თვითმომსახურების ზონა, სადაც 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია: ინტერნეტბანკი, თვითმომსახურების ტერმინალი Express Pay-ი და ბანკომატი.
აღსანიშნავია, რომ Express სერვისცენტრების მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე-ოპერატორები ემსახურებიან, ხელმისაწვდომია ყოველდღე დილის 9.000 საათიდან 21.00 საათამდე და შაბათ-კვირას 10.00 საათიდან 18.00 საათამდე.
ამ დროისთვის, საქართველოს ბანკის უკვე 46 Express-ი მოქმედებს. ახალ Express სერვისცენტრში 6 ადამიანი დასაქმდა.