საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა Global Finance–ის ჯილდოს, „ვაჭრობის ფინანსირების საუკეთესო მიმწოდებელი“ მიღების თაობაზე. ხსენებული ჯილდო გაიცა Global Finance–ის „მსოფლიოში ვაჭრობის ფინანსირების საუკეთესო მიმწოდებელთა დაჯილდოების“ ფარგლებში.
ყოველთვიური საერთაშორისო გამოცემა Global Finance დაარსდა 1987 წელს და მკითხველი ყავს, 163 ქვეყანაში. ყოველწლიურად, Global Finance ასახელებს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს მასშტაბით.