პრობაციონერი უფასო სამკურნალო კურსს გადის

პრობაციონერი უფასო სამკურნალო კურსს გადის

შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირობით მსჯავრდებულს უფასო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და მკურნალობა დაენიშნა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პირობით ვადამდე გათავისუფლებულმა გიორგი თ-მ გორის პრობაციის ოფისში აღრიცხვაზე აყვანისას განმარტა, რომ მუცლის არეში ტკივილი და კიდურების სისუსტე აწუხებდა. ციხის სამკურნალო დაწესებულებაში დადგენილი დიაგნოზის მიხედვით, იგი C ჰეპატიტით იყო დაავადებული, თუმცა, როგორც თავად აცხადებდა, გათავისუფლების შემდეგ, უსახსრობის გამო, ექიმთან მისვლას ვერ ახერხებდა.

პრობაციის ოფიცრის შუამდგომლობით, გიორგი თ. გაიგზავნა არასამთავრობო ორგანიზაციაში ”ნაბიჯი მომავლისკენ”, რომლის ბაზაზე, ჩაუტარდა კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევა. პრობაციონერს შესაბამისი მკურნალობის კურსი დაენიშნა და საჭირო მედიკამენტები გადაეცა.

პრობაციის რეგიონული ბიუროები, პირობით მსჯავრდებულთა სოციალური დახმარებისა და მათი ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით, კონსტრუქციულად თანამშრომლობენ სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან.