2013 წლის 23 დეკემბრის დღის 12 საათის მდგომარეობით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 1054 მსჯავრდებული და ბრალდებული შიმშილობს. მოშიმშილეები დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდებიან.
სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში - 1პატიმარი.
სასჯელაღსრულების #19 დაწესებულებაში - 1 პატიმარი.
სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში - 1 პატიმარი.
სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში - 15 პატიმარი.
სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში - 23 პატიმარი.
სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში - 31 პატიმარი.
სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებაში 209 პატიმარი.
სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში 773 პატიმარი.
სასჯელაღსრულების #17 და #15 დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულების მოთხოვნა მართლმსაჯულების ხარვეზების კომისიის შექმნას უკავშირდება, რაც შეეხება დანარჩენ დაწესებულებებში მყოფ 72 მსჯავრდებულს, მათი მოთხოვნები ძირითადად საქმეების ინდივიდუალურ გადახედვას შეეხება.