პენიტენციური ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის საშუალება ექნება

პენიტენციური ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის საშუალება ექნება

21 დეკემბერს, შაბათს, 11 საათზე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში (ალექსანდრე ყაზბეგის 42) საქართველოს ექიმთა ასოციაცია პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის სამედიცინო პერსონალს ექიმთაპასუხისმგებლობისდაზღვევის პროექტს წარუდგენს. ღონისძიებას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე დაესწრება.

პენიტენციური ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალი ყოველდღიურად იმყოფება ორმაგი პასუხისმგებლობის არეალში, როდესაც ადამიანის უფლებების დაცვა და სამედიცინო მომსახურება თანაბრად მნიშვნელოვანი და კრიტიკულია, სადაც მაღალია პროფესიული რისკები და სტრესი,  სადაცპროფესიული შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია, რასაცმივყავართ პაციენტის მდგომარეობის გაუარესებასთან ან ცალკეულ შემთხვევებში ფატალურ შედეგებთანაც კი.

ექიმთაპასუხისმგებლობისდაზღვევა საქართველოს ექიმთა ასოციაციის პროექტია და შესაძლებელია გავრცელდესროგორც ცალკეული ექიმის ან ექიმთა ჯგუფის, ასევე საავადმყოფოს ან ამბულატორიისმთლიან პასუხისმგებლობაზეც.

დაზღვევა ექიმს იცავს როდესაც სერტიფიკატითნებადართული საქმიანობისას სამედიცინოპერსონალი უშვებსშეცდომას. თუ კი პაციენტსა და ექიმს შორის წარმოიშვებადავადა დადგინდება ექიმის შეცდომა, დაკისრებულთანხასპაციენტაუნაზღაურებს სადაზღვევო კომპანია და არა ექიმი. ანაზღაურდება ასევე იურიდიული ხარჯებიც (სასამართლო ბაჟი, ადვოკატი და სხვა).

მნიშვნელოვანია, რომპროექტიუმუშევრობისდაზღვევასაცითვალისწინებს - თუკისაექიმოშეცდომისგამოექიმს/ექთანსშეუჩერდალიცენზია, დაზღვევამასამპერიოდშიდაკარგულშემოსავალსაცაუნაზღაურებს.