ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სასურსათო ბაზრის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით იზრდება. იმისათვის, რომ მოსახლეობამ დაცულად იგრძნოს თავი, სურსათის ეროვნული სააგენტო ყველა დაინტერესებულ სამოქალაქო თუ არასამთავრობო ორგანიზაციას სთავაზობს, დააკვირდეს სააგენტოს მიერ წარმოებულ სახელმწიფო კონტროლს, რომელიც პერმანენტულად ხორციელდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ქალაქის რამდენიმე სავაჭრო ქსელში ჩატარებულ მონიტორინგს ამჯერად მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე ადევნებდა თვალს. შემოწმდა ”მუქთას”, ”შირაქის ეკოპროდუქტებისა” და სხვა ჯიხურები. ”მუქთას”, ”შირაქის ეკოპროდუქტების” სავაჭრო ქსელიდან ამოღებულია ვადაგასული სურსათი, რომელიც დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.