რამდენიმე დღის წინ ვებ გვერდმა „Celebritynetworth.com” მსოფლიოს უმდიდრესი მედოლეების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
ამ საპატიო სიის პირველ ადგილზე ჯგუფი „The Beatles”-ის ყოფილი წევრი რინგო სტარი აღმოჩნდა. მისი ქონება 300 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
რინგომ 50 მილიონი დოლარით, მეორე ადგილზე გასულ ფილ კოლინზს აჯობა.
მესამე საფეხურზე ჯგუფი „Foo Fighters”-ის ლიდერი დეივ გროლი გავიდა. მისი ქონება 225 მილიონ დოლარს შეადგენს.
მსოფლიოს უმდიდრესი მედოლეების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.
რინგო სტარი - 300 მილიონი დოლარი (The Beatles)
ფილ კოლინზი - 250 მლნ (Genesis)
დეივ გროლი - 225 მლნ (Nirvana, Foo Fighters)
დონ ჰენლი - 200 მლნ (Eagles)
ლარს ულრიხი - 175 მლნ (Metallica)
ჩარლი უოტსი - 160 მლნ (The Rolling Stones)
ლარი მალენ-უმცროსი - 150 მლნ (U2)
როჯერ ტეილორი - 105 მლნ (Queen)
ჯონ კრამერი - 100 მლნ (Aerosmith)
ჩად სმიტი - 90 მლნ (Red Hot Chili Peppers)