გუშინ გამოცემამ „Billboard” გაავრცელა ცნობა, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში პოპულარული ჯგუფი „The Rolling Stones”-ის წევრები ოთხ კონცერტს ჩაატარებენ.
ჯგუფს დაარსებიდან 50 წელი უსრულდება. მუსიკოსებს საიუბილეო კონცერტების ჩატარება კი სურდათ, მაგრამ ძირითადად მიკი ჯაგერის ჭირვეულობის გამო ამ საქმეს თავი მხოლოდ ამჟამად მოაბეს.
პირველ ორ ღონისძიებას ლონდონის O2 Arena უმასპინძლებს, მომდევნო კონცერტები კი ნიუ-იორკის Barclays Center-ში გაიმართება.
ამ კონცერტების ორგანიზატორები მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი და ავსტრალიელი პრომოუტერი პოლ დეინტი არიან. მუსიკოსებს ჰონორარის სახით 25 მილიონი დოლარი გადაეცემათ.