ინიციატივა პარლამენტში უკვე შესულია. ცვლილების მიხედვით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შესაბამისობაში უნდა იყოს "სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციის მე-12 მუხლის მოთხოვნასთან.
კანონპროექტის მიხედვით, თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალლადობის მოწმე ან მსხვერპლია, მისი დაკითხვისას შეიძლება, გაკეთდეს აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლიც შემდგომ სასამართლოში გამოიყენება მტკიცებულების სახით, სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანის მიერ მიცემული ჩვენების აუდიო ან ვიდეო ჩანაწერის მოსმენის გზით.
ინიციატივა ასევე ითვალისწინებს იმ შემთხვევასაც, როცა სექსულაური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანია, მისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მის მიერ ჩვენების მიცემა სასამართლო სხდომის დარბაზში მის დაუსწრებლად, შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
ევროპის საბჭოს კონვენციიდან გამომდინარე ასევე დანაშაულს წარმოადგენს არასრულწლოვანის ძალადობრივი გზით პროსტიტუციაში ჩაბმა და ამგვარი საქმიანობიდან სარგებლის მიღება, ასევე ბავშვის მიმართ ძალდატანების გამოყენება მისი პორნოგრაფიული წარმოდგენებში ჩაბმის მიზნით. პროექტით ცვლილება შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლში, რომელიც განსაზღვრავს იმ პირთა ჩამონათვალს, რომელთაც პროფესიული თუ სხვა გარემოებათა გათვალისწინებით არ აქვთ ვალდებულება იყვნენ მოწმეები. ასევე არასრულწლოვანის დაკითხვა ტარდება კანონიერი წარმომადგენლის ან ფსიქოლოგის დასწრებით.
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაზე მსჯელობა პარლამენტში მიმდინარე კვირას იგეგმება.