მედიის თავისუფლების ხარისხით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, საქართველო ლიდერობს, ბელორუსი კი ბოლო ადგილზეა

მედიის თავისუფლების ხარისხით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, საქართველო ლიდერობს, ბელორუსი კი ბოლო ადგილზეა

აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის, მედიის თავისუფლების ხარისხით, საქართველო პირველ ადგილზეა.

კვლევის შედეგები კიშინოვში გამართულ  საჯარო საზოგადოების ფორუმზე - „მედიის საფრთხეები აღმოსავლეთ პარტნიორობის ზონაში“  გამოქვეყნდა.

კვლევა - "მედიის თავისუფლების ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა. სიაში  მეორე ადგილზეა მოლდოვა, მას მოსდევს სომხეთი, უკრაინა და აზრებაიჯანი, ხოლო ბოლო ადგილზეა ბელორუსი.

კვლევით, რომელიც მიმდინარე წლის მარტი-ივნისის პერიოდს მოიცავს,  გაზომილია მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების დონე და ის არ აფასებს ჟურნალისტიკის ხარისხს პარტნიორ ქვეყნებში. შეფასების კრიტერიუმებია:

 

  • პოლიტიკური კონტექსტი (კონსტიტუციით მინიჭებული მედიის თავისუფლებისა და უფლებების დონე);

 

  • არსებული პრაქტიკა (მედიის თავისუფლების შეზღუდვა), მათ შორის, თავდასხმები, დაკავებები, გამოძიებები, ინფორმაციაზე წვდომის კუთხით ცენზურა და თვითცენზურა;

 

  • წვდომა მაუწყებლობაზე;

 

  • წვდომა ინტერნეტზე.

 

პროექტი უკრაინის „ინტერნიუსმა“ სხვა პარტნიორი ქვეყნების წამყვან  მედია არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განახორციელა. 

http://www.enpi-info.eu/maineast.php?id=34694&id_type=1&lang_id=450