ამერიკული კვლევითი კომპანია "გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას ემხრობა.
ამ თემასთან დაკავშირებულ კითხვაზე რესპონდენტთა პასუხები ასე გადანაწილდა – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას სრულად ემხრობა გამოკითხულთა 59%, ემხრობა – 21%; საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას კი სრულად ემხრობა 55%, ემხრობა – 24%.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ამერიკულმა კვლევითმა კომპანიამ "გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩმა" (Greenberg, Quinlan, Rosner Research) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ჩაატარა.
კვლევა ჩატარებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით 1,204 პირისპირი ინტერვიუს გზით; კვლევის ჩატარების თარიღია 2013 წლის 15-21 სექტემბერი; ცდომილება +/- 2.8%-ია.