68 მილიონი დოლარი! რამდენიმე დღის წინ, სწორედ ამ ფასად გაიყიდა, გასული საუკუნის გენიალური იტალიელი მხატვრის – ამადეო მოდოლიანის განსაკუთრებულად საუკეთესო ტილო, სახელწოდებით: “შიშველი ქალი დივანზე“.
ბოლო პერიოდში, საკმაოდ შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მილიონებს არ ინანებდნენ გენიალური ნახატების შესაძენად. ამის მიზეზი, ხელოვნებათმცოდეებისა და სახელოვნებო ბიზნესში ჩართული ადამიანების აზრით ის იყოს, რომ მილიონერთა ახალ თაობას ხელოვნება ნაკლებად აინტერესებდათ და სულ სხვა ინტერესები ჰქონდათ. თუმცა, ინკოგნიტოდ დარჩენილმა შემძენმა, მოდილიანის აღნიშნულ ნახატში 68 მილიონი მაინც არ დაინანა.
აღსანიშნავია, რომ “შიშველი ქალი დივანზეს“, საწყისი სააუქციონო ფასი, 40 მილიონ დოლარს შეადგენდა და მის მყიდველს, გზიდან სამი კონკურენტის, ანუ პოტენციური მყიდველის ჩამოშორება დასჭირდა და სწორედ გაცხარებული ვაჭრობის შედეგად დადგინდა, ნახატის ესოდენ დიდი ფასი.
უკანასკნელ პერიოდში, ამადეო მოდილიანის ნახატებიდან, ყველაზე ძვირად, მხატვრის ცოლის – ჟანა ებიუტერნის პორტრეტი გაიყიდა. ამ ნახატში 2004 წელს, ფრანგმა მილიონერმა, 32 მილიონი დოლარი გადაიხადა და სწორედ ეს ნახატი ითვლებოდა ყველაზე ძვირად გაყიდულ ნახატად მხატვრის შემოქმედებაში. თუმცა, საბოლოოდ, “შიშველი ქალი დივანზე“ უფრო მეტად დაფასებული ნახატი აღმოჩნდა.