გენერალ ჰერტლინგის მოგზაურობის ანგარიში: უსაფრთხოებისა და კონფლიქტის საკითხები კავკასიის რეგიონში კვლავაც პრობლემატურ საკითხთა რიგს განეკუთვნება

გენერალ ჰერტლინგის მოგზაურობის ანგარიში: უსაფრთხოებისა და კონფლიქტის საკითხები კავკასიის რეგიონში კვლავაც პრობლემატურ საკითხთა რიგს განეკუთვნება

კავკასია, რომელიც მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ევროპასა და შუა აზიას შორის კონფლიქტის წყაროს წარმოადგენდა, კვლავაც ცხელ წერტილად რჩება. ეთნიკურ საკითხებთან დაკავშირებული დაძაბული მდგომარეობა ტერიტორიულ საკითხებზე წარმოქმნილ ხანგრძლივ უთანხმოებაზე კვლავაც ახდენს გავლენას. იძულებით გადაადგილებული ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ძლიერ დიასპორებს უპირისპირდება, ხოლო ნაწილი – მათთან ერთიანდება. მზარდი ნუვორიშების ფენა კი, ნავთობით გამდიდრებული და უმცირესობაში მყოფი მდიდარი ფენა, რეგიონში, რომელიც ოდესღაც თავისი სიღარიბით იყო ცნობილი, თანდათან ახალი სახეებით ივსება.

სანამ მინსკის გუნდი მთიან ყარაბაღსა და მის მახლობლად კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკური გზის მონახვაში ეუთოს ძალისხმევას უშლის ხელს, სომხეთი და აზერბაიჯანი იმედგაცრუებულები არიან  პოლიტიკური გზის სიმცირის გამო. ორივე მხარის სამხედრო ლიდერები ამაყად და უსაფუძვლოდ აცხადებენ, რომ მათ პრობლემის სწრაფად „მოგვარება“ შეუძლიათ. ცოტა ხნის წინ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულმა მდგომარეობამ მნიშვნელოვანი საზღვართშორისი იარები წარმოქმნა, რომლებიც, სავარაუდოდ, მალე არ მოშუშდება; განსაკუთრებით იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო სასოწარკვეთილი ნატოში გაწევრიანებასა და ევროკავშირში შესვლას ცდილობს. რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებთან ირანისა და ისრაელის ობობის ქსელის მსგავსი ურთიერთობა ექსპერტებსაც კი აბნევს; ხოლო თურქეთისა და მისი ბევრი მოკავშირის (განსაკუთრებით კი – სომხეთის) საზღვრებზე არსებული მდგომარეობა ამ ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი უთანხმოების პოლიტიკური გადაწყვეტის ძიების შედეგია.

ეს ყველა ფაქტორი თურქეთს, ირანსა და რუსეთთანაა კავშირში. კონფლიქტის გაღვივების შანსი ძალიან დიდია და სავარაუდო შემოჭრასთან დაკავშირებული საკითხები იმდენად დამაბნეველია, რომ რამდენიმე წლის წინ აშშ-ს სამხედრო წვრთნისა და დოქტრინის ხელმძღვანელობამ კავკასიისთვის სავარაუდო სცენარიც კი შექმნა, რათა სამხედრო კონტიგენტს მაიორების წვრთნაში დახმარებოდა. ფორტ ლევენვორტის არმიის კომანდორთა და გენერალთა შტაბის კოლეჯი წვრთნას, რომელსაც”GAAT” (საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი-თურქეთი) ეწოდება, კურსის განმავლობაში იყენებს. ბუნებრივია, ზუსტი პასუხები იმ კითხვებზე, რომლებსაც კურსის განმავლობაში ახალგაზრდა საველე ოფიცრები სვამენ, არ არსებობს, მაგრამ კონფლიქტის სცენარის გათვალისწინებით იმის საჭიროება მაინც დგას, რომ პრობლემის უზომოდ რთული, ერთიანი, ინტეგრირებული და მულტინაციონალური გადაწყვეტილება მომზადდეს და გაანალიზდეს.

საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ბოლო ვიზიტისას ჩემთან ერთად წამოსულმა ჩემივე ახალგაზრდა თანაშემწემ, რომელმაც ლევენვორტი ცოტა ხნის წინ დაამთავრა, მითხრა – ნეტავ ამ ქვეყნებში მანამდე ჩავსულიყავი, სანამ GAAT-ში მივიღებდი მონაწილეობასო. რეგიონის პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრებზე დაკვირვებისა და ახალი თაობის სამხედროების შესაძლებლობების ნახვის შემდეგ; მას შემდეგ, რაც მან ის უნიკალური განსხვავება შენიშნა, ახალგაზრდა თაობის პროფესიონალ ლიდერებსა და ძველი თაობის, საბჭოთა პერიოდში გაწრთვნილ გენერლებს შორის რომ იყო, მან განაცხადა: „ეს ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც მე კანზასში, ლევენვორტის საკლასო ოთახებში ვისწავლე.“

დაძაბულობა ნამდვილად იყო, მაგრამ ოპტიმიზმის მიზეზიც არსებობდა.

ევროპული სამეთაურო სტრატეგიის უსაფრთხოების თანამშრომლობისა და USAREUR-ის საერთო ძალისხმევა, რომელიც სამხედრო წრთვნების სტრატეგიისა და სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად მუშაობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, ახლა უკვე საგრძნობ შედეგებს იძლევა. GAAT-ის შემადგენლობაში მყოფი ოთხი ქვეყანა ახლა ძალების ინტეგრაციას ავღანეთსა და კოსოვოში ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში ახდენს, რითაც რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების მშვიდობიანად მოგვარების პერსპექტივაც უმჯობესდება.

საქართველო ISAF-ში 2005 წლიდან მონაწილეობს და 2010 წლიდან აშშ-ს მეთაურობის ქვეშ  ბატალიონს გზავნის, რომელზეც ნატოს წევრ ქვეყნებში ძალის გამოყენების შეზღუდვა არ ვრცელდება. ჯარისკაცების რაოდენობა ამ წლის ოქტომბერში უნდა გაორმაგდეს. ახლა საქართველოს სამხედრო მმართველობა USAREUR-ის მხარდაჭერას ითხოვს, რათა ბრიგადის ტიპის სამმართველო გუნდის გაწვთნის კონტროლის ელემენტი შეიტანონ მათ მზარდუნარიან და ძლიერ პროფესიონალურ ჯარებში. ცოტა ხნის წინ სომხეთმა გამოთქვა სურვილი, თავისი ჯარი კოსოვოში აშშ-ს მეთაურობის ქვეშ მიმდინარე მშვიდობიანი ოპერაციისთვის გაეგზავნა (მას შემდეგ, რაც ერთობლივი ჯარები საბერძნეთთან ამ ქვეყანაში მომხდარი ფისკალური კრიზისის გამო შეჩერდა). მაშინაც კი, როდესაც მთიანი ყარაბაღის ე. წ.  „გაყინულ კონფლიქტში“ არიან ჩართულები, სომხეთიც და აზერბაიჯანიც ასეულებს აგზავნიან ავღანეთში, რომლებსაც გერმანია და თურქეთი ხელმძღვანელობს. ფაქტია, რომ აზერბაიჯანმაც და სომხეთმაც ბრიგადის ტიპის მშვიდობიანი და ნატოსთვის შესაფერისი ერთეულები შექმნეს, რომლებიც უმაღლეს დონეზე ვითარდებიან. აღსანიშნავია, რომ ორივე ერმა ეს ჯარები შექმნა, როგორც გამოკვეთილი სამხედრო შტოები, რითაც მათ მულტინაციონალურ ოპერაციებში მონაწილეობის სურვილი დააფიქსირეს. ეს ერთეულები, რომლებიც არანაირად არ უკავშირდებიან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, ძირითადად პროფესიონალი ჯარისკაცებით (და არა ახალბედებით) არიან დაკომპლექტებული და მათ ინგლისურად მოლაპარაკე, დასავლეთში გაწრთვნილი ოფიცრები ხელმძღვანელობენ. ერთი თვალის გადავლებითაც კი ისინი უკეთ გაწრთვნილების შთაბეჭდილებას ტოვებენ, ვიდრე მთიან ყარაბაღში საკონტაქტო ხაზის მოწინავე რიგებზე განლაგებული სამხედრო ძალები.  

საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ოფიცრების კორპუსის ახალგაზრდა თაობაზე გავლენას პროფესია, იარაღის კონცეფცია და მისი ღირებულებები ახდენს. ხშირად ისინი დასავლეთში, სამხედრო განათლებისა და წვრთნის ინდივიდუალური პროგრამის ფარგლებში მონაწილეობენ. ამ ახალგაზრდა ლიდერებსა (ბევრმა მათგანმა უკვე წამყვან პოსტებზე დაიწყო მუშაობა) და საბჭოთა დროს გაწრთვნილ გენერლებს შორის სხვაობა იოლად შესამჩნევია. მაგალითად, საქართველოში არმიის მეთაური ძალიან პატარა ასაკისაა, მაგრამ ამ ორი წლის განმავლობაში მე ვაკვირდებოდი, თუ როგორ ჩამოყალიბდა იგი თავისი შედარებით პატარა ჯარის მომწიფებულ და საქმისათვის თავდადებულ ლიდერად. სომხეთსა და აზერბაიჯანში ბრიგადისა და ბატალიონების ახალგაზრდა ლიდერებს, რომელთა უმეტესობამაც განათლება ლევენვორტში ან კარლაისის სამხედრო ომის კოლეჯში მიიღეს, ასევე ემჩნევათ პროფესიონალების თვისებები, რომლებიც ძირითადად უფრო მაღალი ეშელონების წარმომადგენლებს აქვთ ხოლმე. ამ ჯარებიდან რამდენიმე კაცი ასევე პროფესიონალი სერჟანტების აღზრდაზეც მუშაობს. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია იმისა, რომ რეალური პროგრესი მიმდინარეობს. ახალგაზრდა და ოცნებით სავსე პოლიტიკურმა ლიდერებმა იციან, რომ პროფესიონალური სამხედრო ძალის ეს ასპექტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომავალში დემოკრატიის განვითარებისა და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის.

მაშინ, როდესაც მსოფლიოს უსაფრთხოება ISAF-ზე ფოკუსირებას ნაკლებად ახდენს და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია აშშ-ში ძალების გადანაწილებას წყნარი ოკეანის სანაპიროსკენ ცდილობს, USAREUR კვლავაც კავკასიის ქვეყნებს  აკვირდება – სწორედ ისე, როგორც ჩვენ ვაკვირდებით სხვებს, რომლებიც ევროპის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი ქვეყნების არეალში შედიან, როგორც მომავალი კოალიციის პარტნიორები.

უსაფრთხოებისა და პარტნიორული თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია, რათა აშშ-ს ჯარები მომავალშიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იყვნენ განლაგებულნი.  ევროპაში ჩვენი მომავალი ყოფნა  მანძილის ტირანიას ანადგურებს და სხვადასხვა ქვეყნების თავდაცვითი ჯარების რეალური წრთვნისა და ვარჯიშისათვის მნიშვნელოვან საშუალებას იძლევა. მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენი ჯარების იქ ყოფნა რწმენას ზრდის, ამას კი როტაციული ძალები იმავე ხარისხით ვერ გააკეთებენ, როგორც ისინი, ვინც ამ კონტინეტს იყოფენ. ყველა ეს ფაქტორი მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს იმისათვის, რომ პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები რეგიონალური კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის გზის არსებობაში დავარწმუნოთ. სხვების უსაფრთხოების პრობლემებს უკეთ მაშინ მოვაგვარებთ, თუკი მათთან ახლოს ვიქნებით და რეგიონებში მოკავშირეებთან ერთად ყოველდღე ვიმუშავებთ. მომავალში ჯარების იქ დატოვება იმას გაუსვამს ხაზს, რომ შეერთებული შტატები რეგიონალური უსაფრთხოების შენარჩუნების საქმეში ერთგული პარტნიორია.

მას შემდეგ, რაც კონფლიქტის საფრთხე ჩემი თვალით ვნახე და მისი მოგვარების მეთოდებს თავადვე ვეძებდი, მე მღელვარებით ვეკიდები კავკასიის მომავალი უსაფრთხოებისა და კონფლიქტის მოგვარების საკითხებს. ოპტიმიზმის საფუძველი მე იმ პროგრესმა მომცა, რომელიც საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის უსაფრთხოების  ჯარებში უკვე არსებობს. სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე თითოეული ქვეყანა საფუძველს სამხედრო პროფესიონალიზმსა და რეფორმებს უყრის და ამით თავიანთი ქვეყნების კიდევ უფრო მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

კავკასია, როგორც გეოგრაფიული, კულტურული და პოლიტიკური ეპიცენტრი, იმის ნიშანს გვაძლევს, რომ საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური, აღნიშნული რეგიონის მიღმაც განმეორდება. ამერიკის შემდგომი მხარდაჭერის წყალობით კავკასია კვლავაც დარჩება  სტაბილურ, სანდო და დახმარების უნარის მქონე პარტნიორად, რომელიც მომავალში რეგიონალურ და გლობალურ უსაფრთხოებას ჩაუყრის საფუძველს.