სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისის საწარმოებში მორიგი გეგმური ინსპექტირება განახორციელეს. საწარმოებისთვის, რომლებშიც არაკრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა, გაიცა კონკრეტული რეკომენდაციები და ხარვეზების აღმოსაფხვრელად დაწესდა კონკრეტული ვადები, ხოლო ორს - შპს "ბაბილონსა" (თევზი და თევზის პროდუქტების გადამამუშავებელი წარმოება) და შპს "XXI +ერისთავს" (ხორცის პროდუქტების რეალიზაცია) შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000-1000 ლარით. მათ კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე არა აქვთ მუშაობის გაგრძელების უფლება.
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს გეგმურ და არაგეგმურ ინსპექტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.