რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun”, სერ პოლ მაკარტნის ყოფილი ცოლი ჰიზერ მილსის გულახდილი ფოტოები გამოაქვეყნა.
მთელ იმ პერიოდში, რაც მაკარტნის ცოლი იყო, ჰიზერი არანაირ სკანდალში ან უწესო ქცევაში შემჩნეული არ ყოფილა. თუმცა, მის „ბნელ წარსულზე“ მითქმა-მოთქმა მაინც ვრცელდებოდა. ქალბატონი ჰიზერი თურმე ადრეული ახალგაზრდობის წლებში პროსტიტუციას მისდევდა და პორნობიზნესშიც მიიღო მონაწილეობა.
უხამსი ჭორების გამავრცელებლებს ისიც კი არ აფიქრებდათ, რომ ქალი ხეიბარი იყო. (1993 წელს ჰიზერს პოლიციის მოტოციკლი დაეჯახა და ამის შემდეგ ფეხი დაკარგა). მისი ბობოქარი წარსულის დამადასტურებელი ფაქტები არსად აღმოჩნდა.
გამოცემამ „The Sun” 1988 წელს გადაღებული ფოტოსურათები გამოაქვეყნა. ფოტოების ერთი ნაწილი „უმანკო ეროტიკას“ შეიძლება მიეკუთვნოს, მაგრამ უმეტესობა ნამდვილად პორნოს „ქაჩავს“.
სერ პოლ მაკარტნი ჰიზერ მილსთან ოფიციალურად განშორებულია. ამის მიუხედავად „The Sun”-ის გამოქვეყნებული ფოტოსურათების ნახვა არ ესიამოვნებოდა. ჯერჯერობით ბრიტანულ მას-მედიაში პოლ მაკარტნის კომენტარი არ გამოქვეყნებულა. რასაკვირველია, თავად ჰიზერ მილსმაც დუმილი არჩია.