ტომ ჰენკს ობამას გამარჯვება სურს

ტომ ჰენკს ობამას გამარჯვება სურს

შავკანიანი დემოკრატის, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამას გულშემატკივართა რიცხვს ცნობილი მსახიობი ტომ ჰენკსი შეემატა.

მისტერ ტომმა რამდენიმე დღის წინ ამერიკულ მას-მედიაში სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას უჭერს მხარს.

„ბარაკი შესანიშნავი პრეზიდენტია და ეს საკუთარი ქმედებით უკვე დაამტკიცა. ის ღირსია რომ ამ თანამდებობაზე მოღვაწეობა გააგრძელოს. ბარაკ ობამა ამერიკელი ხალხის შთაგონებისა და ერთ მუშტად შეკვრის ბრწყინვალე ნიჭს ფლობს. დარწმუნებული გახლავართ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ის კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს.“ - განაცხადა ტომ ჰენკსმა.

საინტერესოა, რომ მომავალ არჩევნებში ბარაკ ობამას მხარდაჭერთა გუნდში ტელეწამყვანი ოპრა უინფრი, მომღერალი ბრიუს სპრინგსტინი და მსახიობი სკარლეტ იოჰანსენიც ირიცხებიან.